"დელეგაციასთან იყვნენ მოსულები, შემოგვთავაზეს თანხა" - ლაშა გურული რუსი სპორტსმენის წინააღმდეგ » სპორტის ხაზი

"დელეგაციასთან იყვნენ მოსულები, შემოგვთავაზეს თანხა" - ლაშა გურული რუსი სპორტსმენის წინააღმდეგ

"დელეგაციასთან იყვნენ მოსულები, შემოგვთავაზეს თანხა" - ლაშა გურული რუსი სპორტსმენის წინააღმდეგ
30-04-2024, 13:40
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატზე სკანდალური ფინალის ბრძოლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა, მომხდარზე ისაუბრა:

"ჩვენს დელეგაციასთან იყვნენ მოსულები, შემოგვთავაზეს თანხა, მეც მნახეს და რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. იმედი მქონდა მსაჯებს ვერ მოისყიდიდნენ. რადგან საშიშროება არსებობდა, მწვრთნელებთან დავგეგმე სტრატეგია, რომ შორიდან გვემუშავა და დარტყმები არ გაგვეცვალა, რადგან გაცვლაში უფრო შეიძლებოდა რაღაც მომენტი გამოჩენილიყო, მთელი პირველი რაუნდი, ასე ვთქვათ "ცალკარა" სტრატეგიით წავიყვანეთ. პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ მითხრეს, რომ 4:1 დასრულდა მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. მივხვდი რაშიც იყო საქმე, მეც არაპროფესიონალიზმი გამოვიჩინე, როცა ემოციას ავყევი. ჩავთვალე იმავე სტრატეგიით მუშაობას აზრი არ ჰქონდა, გადავედი სხვა სტრატეგიაზე, ნოკაუტზე წავედი, დარტყმები გავცვალეთ, მეორე რაუნდი უფრო ახლოს იყო თანაბარ ბრძოლასთან, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩავთვალე, და ეს ექსპერტების შეფასებითაც ჩანს, რომ მეორე რაუნდი ჩემს სასარგებლოდ იყო, მაგრამ კუთხეში რომ აღმოვჩნდი, ჩემს მეტოქეს 5:0 გამარჯვება მიანიჭეს. შესაბამისად, მწვრთნელებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ შედეგი გამეპროტესტებინა. ჩემი პროტესტი მიემართებოდა, როგორც იმ 5 კონკრეტულ მსაჯს, ისე ორგანიზაციას. ყველამ დაინახა ჩემი პროტესტი, ხელთათმანები და მაისური გავიხადე, ამ ყველაფერს ოვაციები მოჰყვა...ყველამ იცის, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი.

რუსი იქნებოდა თუ სხვა ეროვნების, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, უსამართლობა დავინახე და აქედან გამომდინარე, დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ჩემი თავისუფალი უფლების ფარგლებში, რუს სპორტსმენთან ერთად ფოტო არ გადავიღე. არ ჩავთვალე საჭიროდ და არც მქონდა სურვილი, ამიტომ დავტოვე კვარცხლბეკი."
- ამბობს გურული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი