VIDEO: დუშან ვლაჰოვიჩის რეაქცია პირველი ტიტულის მოგებისას » სპორტის ხაზი

VIDEO: დუშან ვლაჰოვიჩის რეაქცია პირველი ტიტულის მოგებისას

VIDEO:  დუშან ვლაჰოვიჩის რეაქცია პირველი ტიტულის მოგებისას
16-05-2024, 22:16
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ გამართულ ფინალურ დაპირსპირებაში იტალიის თასის გამარჯვებული "იუვნტუსი" გახდა, რომელმაც "ატალანტას" მინიმალური ანგარიშით 1-0 სძლია.

აღნიშნულ შეხვედრაში ბერგამოელები ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა მათ ტურინელთა კარში ერთხელაც არ დაურტყამთ.

შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი დუშან ვლაჰოვიჩი გახლავთ, რომელსაც მეორე გოლი "უცნაური" თამაშგარის გამო არ ჩაუთვალეს.

შეხვედრის მთავარი მოთამაშეც სწორედ დუშანი გახდა და თასის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ორი წლის წინ, 2022 წლის 12 მაისს ამ თასზე წაგების შემდეგ ინსტაგრამზე ვლაჰოვიჩმა სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა : "ასეთი თამაშები მტკივნეულია, მაგრამ ერთი რამ რაც ვისწავლე არის ის, რომ მომზადებული ვარ შენთან ერთად ჯოჯოხეთშ ჩამოვიდე, თუ ეს სამოთხეში მომახვედრებს".

აღნიშნული პოსტიდან ორი წლისა და 2 დღის თავზე დუშანი ამავე ტიტულს დაეუფლა, რომელიც მისთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან მის კარიერაში ეს პირველია.

სერბის ემოციების აღბეჭვდა საფინალო სასტვენის ჩასტვენის მერეც კამერებს არ გამოჰპარვიათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი