"კვარადონამ ჩეხეთს შოუ დაუდგა" - რას წერენ ნაპოლის ფანები ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"კვარადონამ ჩეხეთს შოუ დაუდგა" - რას წერენ ნაპოლის ფანები ხვიჩაზე

"კვარადონამ ჩეხეთს შოუ დაუდგა" - რას წერენ ნაპოლის ფანები ხვიჩაზე
7-09-2024, 22:41
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქართველ გულშემატკივარს დიდი სიურპრიზი მოუწყო და საკმაოდ ძლიერი ჩეხეთი საშინაო კედლებში 4:1 გაანადგურა.

მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის ანგარიშზეც საბოლოოდ ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა გახლდათ.

ცხადია, ხვიჩას ბენეფისი არ გამორჩენიათ ნაპოლის ფანებს, რომლებიც სოციალურ ქსელში ქართველის შესახებ შესაქებ სიტყვებს არ იშურებენ.

ჩვენი კვარადონა ისევ სასწაულ სეზონს ჩაატარებს, ეს მატჩი სწორედ ამის დასტურია!

როგორ გაგვიმართლა, რომ კვარაცხელია ჩვენს გუნდში თამაშობს და არა სადმე სხვაგან.

ეს კვარაცხელიას შოუ იყო, კვარადონამ ჩეხებს შოუ დაუდგა!

ხვიჩასთან ერთად ყველაფერია შესაძლებელი, საქართველო მსოფლიოზე უნდა გავიდეს.

როგორი ლაღი, მსუბუქი და თამამია! საოცარი ფეხბურთელი ხარ, ხვიჩა!

მის თამაშებს არ ვტოვებ, კლუბში იქნება თუ ნაკრებში, ის გასაოცარია!

- წერენ ნაპოლის ფანები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი