"კიეზა მასზე გაცილებით მაგარი ფეხბურთელია" | იუვენტუსის ფანები ხვიჩაზე წერენ » სპორტის ხაზი

"კიეზა მასზე გაცილებით მაგარი ფეხბურთელია" | იუვენტუსის ფანები ხვიჩაზე წერენ

"კიეზა მასზე გაცილებით მაგარი ფეხბურთელია" | იუვენტუსის ფანები ხვიჩაზე წერენ
14-04-2023, 12:33
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ფანტასტიკური თამაშით მთელი მსოფლიო და მათ შორის, იტალიაც მოიცვა, ცხადია, ბევრი გულშემატკივარი ქართველი ფეხბურთელისადმი შესაქებ სიტყვებს არ იშურებს.

მიუხედავად ამისა, არიან გულშემატკივრებიც, რომლებიც თვლიან, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილი აღტაცებითი ატმოსფერო ხელოვნური და ყალბია. აი, რას წერენ იუვენტუსის უცხოელი ფანები კვარაცხელიას შესახებ:

"რამდენიმე გოლი გაიტანა და უკვე ფენომენი გახდა?"

"როცა იუვენტუსთან ითამაშებს, ჩვენი მცველები კარში საერთოდ არ დაარტყმევინებენ."

"ნეაპოლში ამ ნახევრადფეხბურთელის გამო უკვე აღფრთოვანდნენ, რა სასაცილოა.."

"კიეზა და დი მარია გაცილებით მაგარი ფეხბურთელები არიან, ვიდრე თქვენი კვარაცხელია."

"როდესაც ხვიჩა კვარაცხელია იუვენტუსთან ითამაშებს, იმედგაცრუებულები დარჩებით."

"ნაპოლი პატარა გუნდია, რამდენიმე თამაში მოიგეს და კვარაცხელია უკვე კვარადონა ჰგონიათ."

"ხვიჩა კვარაცხელია ფიზიკურად სუსტი ფეხბურთელია, მას ერთი შეჯახებაც ეყოფა."

"კვარაცხელიას პროგრესი მოჩვენებითია, ყველაფერი იუვენტუსთან დასრულდება."

"კვარაცხელია იმდენადვე ცუდია, რამდენად რთულად წასაკითხი გვარიც აქვს."

ცნობისთვის, ნაპოლისა და იუვენტუსის დაპირისპირება იტალიის სერია A-ში 2023 წლის 13 იანვარს ნეაპოლური გუნდის საშინაო მოედანზე დღის მიწურულს, 23:45-ზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი