"ფლორენტინო, კვარაცხელიას გადმობირება შესაძლებელი გახადე" - რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ხვიჩაზე? » სპორტის ხაზი

"ფლორენტინო, კვარაცხელიას გადმობირება შესაძლებელი გახადე" - რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ხვიჩაზე?

"ფლორენტინო, კვარაცხელიას გადმობირება შესაძლებელი გახადე" - რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ხვიჩაზე?
30-10-2022, 18:45
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში ლუჩანო სპალეტის გუნდმა "სასუოლოს" უმასპინძლა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემა და 1 გოლი იყო, რამაც, რასაკვირველია, გულშემატკივრების გაოცება კიდევ ერთხელ გამოიწვია.

აი, რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ქართველი ტალანტის წარმატებულ თამაშზე: "ფლორენტინო, კვარაცხელიას რეალში გადმობირება შესაძლებელი უნდა გახადო" | "ამ მომენტისთვის, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა" | მას ხვიჩა კვარაცხელია ჰქვია და მისი სახელი უფრო გრძელია, ვიდრე მანჩესტერ სიტის მთლიანი ისტორია" | "მალდინიმ კვარაცხელიას ჟუნიორ მესიასი ამჯობინა, მისი ხელები სისხლიანია" | "ხვიჩა კვარაცხელია სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან გაიბრწინებს" | "მესმის, რომ მისი სახელის დამახსოვრება იოლი არაა, თუმცა ეს უნდა გააკეთოთ, რადგან მომავალში მისი და ჰოლანდის დუეტის არსებობის რეალური შანსი გვაქვს".

შეგახსენებთ, რომ ქართველ შემტევს "ნაპოლის" მაისურით 8 გოლთან ერთად, ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი