"კვარა შესანიშნავია, ხვიჩას ყველაფერი შეუძლია" - სპალეტის კომენტარი მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"კვარა შესანიშნავია, ხვიჩას ყველაფერი შეუძლია" - სპალეტის კომენტარი მატჩის შემდეგ

"კვარა შესანიშნავია, ხვიჩას ყველაფერი შეუძლია" - სპალეტის კომენტარი მატჩის შემდეგ
29-10-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ლუჩანო სპალეტის "ნაპოლიმ" "სასუოლო" 4:0 გაანადგურა და იტალიის ჩემპიონატის სათავეში 32 ქულით მოექცა. მატჩის შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"ასეთი წარმატებული სვლისთვის გუნდი შექებას იმსახურებს, რადგან ყოველ ჯერზე მეტოქე კიდევ უფრო ძლიერდება და ორმაგი ყურადღებით თამაშობს. მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ 4:0 მოვიგეთ, ჩემი აზრით, სასუოლოს ზედმეტად ბევრი მომენტი შევაქმნევინეთ, რაც, ალბათ 2 ბურთით დაწინაურებამ გამოიწვია. ჩვენი ხარისხი სტაბილურად უნდა შევინარჩუნოთ, რათა ყველანაირი რისკი გამოვრიცხოთ."

"კვარა შესანიშნავია, ხვიჩას ყველაფერი შეუძლია. ის რამდენჯერმე მეტოქეს დაედევნა და დაცვაში წარმატებით ითამაშა, რამაც თანაგუნდელების ენერგიის დაზოგვა გამოიწვია. ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია." - ლუჩანო სპალეტი.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას "ჩემპიონთა ლიგაში" იურგენ კლოპის "ლივერპულის" წინააღმდეგ 1 ნოემბრის 00:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი