მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ვირჯილ ვან დაიკი გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ვირჯილ ვან დაიკი გააკრიტიკა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ვირჯილ ვან დაიკი გააკრიტიკა
27-09-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ვირჯილ ვან დაიკი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია, რაც ყველაზე მეტად იურგენ კლოპის "ლივერპულში" შეიმჩნევოდა. აღსანიშნავია, რომ მერსესაიდელთა ყოფილი მოთამაშე, კერძოდ მაიკლ ოუენი იმასაც ამტკიცებდა, რომ ვირჯილი ყველა დროის საუკეთესო ცენტრალური მცველია. თუმცა, 2022/2023 წლების სეზონიდან მოყოლებული, რთულია ინგლისელის სიტყვებს დაეთანხმო, რადგან როგორც "ლივერპულის", ისე ვან დაიკის სათამაშო ფორმა უწყვეტ რეგრესს განიცდის. აშკარაა, რომ ვირჯილი "ფულჰემთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან", სადაც ჯეიდონ სანჩოს გოლის დროს გაურკვევლად იმოქმედა და "ნაპოლისთან", სადაც 2.4 შეფასება მიიღო, ნიდერლანდელი თავის თავს არ ჰგავდა, რისთვისაც დამსახურებული კრიტიკა მიიღო.

საგულისხმოა, რომ "ლივერპულის" 4-იანის კრიტიკა არც სანაკრებო დონეზე შეწყვეტილა, რაზე დაყრდნობითაც მარკო ვან ბასტენმა თანამემამულის კონკრეტული სათამაშო ასპექტი დაიწუნა: "ვან დაიკი ძალიან პასიურობს, როდესაც მის გუნდს ბურთის უკნიდან ამოტანა სჭირდება. ჩემთვის, ვირჯილის ბოლოდროინდელი სათამაშო ფორმა ძალიან უცნაური და გაუგებარია. მოდით, შეადარეთ ნიდერლანდების ნაკრებში ნათან აკესა და იურიენ ტიმბერის ინიციატიურობა ვირჯილ ვან დაიკისას და დარწმუნდებით, რომ სამიდან ყველაზე გამოცდილი ცენტრალური მცველი საკუთარ თავზე ძალიან ცოტას იღებს". აღსანიშნავია, რომ ტიმბერი მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთმა ლეგენდამ, კერძოდ რუდ გულიტმა შეაქო და თქვა, რომ იურიენის ბურთის ფლობის უნარი და დაცვაში პროგრესული თამაში შექებას იმსახურებს.

სამართლიანობისა და ვირჯილ ვან დაიკის კრიტიკის საპირწონედ უნდა ითქვას, რომ ნიდერლანდელმა უკანასკნელ შეხვედრაში ბელგიას გოლი კუთხურიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ თავით გაუტანა და თავის გუნდს ოთხთა ფინალის საგზური მოუტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.