პრემიერ ლიგაში ახალი რეკორდი დამყარდა » სპორტის ხაზი

პრემიერ ლიგაში ახალი რეკორდი დამყარდა

პრემიერ ლიგაში ახალი რეკორდი დამყარდა
25-04-2024, 21:10
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატი მიმდინარე სეზონში უხვგოლიანობით განსაკუთრებით გამოირჩეოდა.

უფრო კონკრეტულად, რიცხვებით რომ ითქვას, მატჩში საშუალოდ 3,26 გოლი გადის. ასე და ამგვარად, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, პრემიერ ლიგაში 1092 გოლი გავიდა, რაც ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ გუნდს 5 ან 6 მატჩი აქვს ჩასატარებელი გადადებული შეხვედრების გამო.

გასულ სეზონს რომ შევადაროთ, მაშინაც რეკორდი დამყარდა ამ მხრივ, მაგრამ 1084 გოლით, წელს კი გუნდებმა ამ რიცხვს 4 ტურით ადრე გაუსწრეს.

ყველაზე დიდი შრომა ამ რეკორდში "არსენალს" აქვს, რომელმაც 84 გოლი გაიტანა, მეორე ადგილზე ამ მხრივ "მანჩესტერ სიტია" 76, ხოლო მესამეზე "ლივერპული" - 75 გოლით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.