მეცის მწვრთნელი მიქაუტაძის გაძევებაზე საუბრობს: "არ ვიცი რა ვქნა" » სპორტის ხაზი

მეცის მწვრთნელი მიქაუტაძის გაძევებაზე საუბრობს: "არ ვიცი რა ვქნა"

მეცის მწვრთნელი მიქაუტაძის გაძევებაზე საუბრობს: "არ ვიცი რა ვქნა"
5-05-2024, 02:42
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, დღეს მიქაუტაძემ "რენის" წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ქულების მოსაპოვებლად.

ამას დაემატა ისიც, რომ იგი მოედნიდან გააძევეს, რის გამოც მომდევნო მატჩს გამოტოვებს, რაც მეცისთვის ძალიან დიდი დარტყმაა, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 5 მატჩში გუნდმა 8 გოლი გაიტანა და 8-ვეში გიორგიმ მიიღო მონაწილეობა (7 გოლი და 1 ასისტი).

ყველაზე ცუდი ისაა, რომ "მეცი" გასავარდნ ზონაშია და ახლა გიორგის დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ, თუმცა მომდევნო მატჩში მიქაუტაძე მათ ვერ დაეხმარებათ.

წითელ ბარათზე ლასლო ბონოლიმ, "მეცის" მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მსაჯებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს, რამაც მატჩის ბედი შეცვალა. შემდეგ ამას გიორგის გაძვებაც მოჰყვა, არ ვიცი, ვიტირო, ვიყვირო თუ ვიცინო. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დისციპლინალური კომიტეტის სხდომაზე მომიწევს ბილეთის აღება", - განაცხადა ლასლო ბონოლიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.