ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ "ბარიტონის" მთავარი მწვრთნელი დე ძერბი კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს ტოვებს.
იტალიელი სპეციალისტი უკანასკნელ შევხედრას "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ხვალ გამართავს და შემდეგ კლუბს დატოვებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად ვიხილავთ რობერტოს მომდევნო სეზონში, მაგრამ მისით არაერთი გრანდია დაინტერესებული, მათ შორის "იუვენტუსი", რომელმაც მთავარი მწვრთნელი გუშინ გაათავისუფლა.
ტურინელების გარდა დე ძერბის გადაბირება "ბარსელონასაც" სურს. კატალონიელები ჩავის ბოლოდროინდელი კომენტარებითა და შედეგებით უკმაყოფილოები არიან და არის შანსი, მათი გზები გაიყოს.