"ხვიჩა ჩემი შვილი რომ იყოს, ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ..."- სანიოლიმ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ჩემი შვილი რომ იყოს, ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ..."- სანიოლიმ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

"ხვიჩა ჩემი შვილი რომ იყოს, ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ..."- სანიოლიმ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
15-09-2022, 23:07
Aa Aa
გაზიარება:

სექტემბრის სანაკრებო პაუზის წინ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიის შეკითხვებს უპასუხა:

“ჩრდილოეთ მაკედონია ჯგუფში მთავარი მეტოქეა. ახლა ვერ გეტყვით, მათთან ქულით კმაყოფილი თუ ვიქნები. ჩემთვის მთავარია, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ. 3:0 მოვიგეთ, მაგრამ მაკედონიაში პირველ ტაიმში გარკვეული პრობლემები გვქონდა და ეს შეცდომები უნდა გამოვასწოროთ.

ხვიჩაზე ბევრს არაფერს ვიტყვი, ეს აჟიოტაჟიც გასაგებია. ჩემი შვილი რომ იყოს, მას ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ ის საუკეთესოა. ჩვენ მასთან დაკავშირებით გარკვეული ბალანსი უნდა დავიცვათ. კვარას პროგრესი მიხარია, მაგრამ ჯერ მაქსიმუმისთვის არ მიუღწევია და მას ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ მაქსიმუმის მიღწევაში.

მიქაუტაძემ და ლოჩოშვილმა კარგი მატჩები ჩაატარეს ბოლო პერიოდში, გასულ წელს ჟორჟს კოსოვოსთან და საბერძნეთთან პრობლემები ჰქონდა. ლოჩოშვილს აშკარა პროგრესი აქვს. ჩემთვის ახლა გადაწყვეტილების მიღება რთულია. დაცვაში უფრო მეტი ვარიანტი გაჩნდა და კონკურენცია ძალიან კარგია.

ახლა მე ბედნიერი ვარ, რადგანაც ბევრი მოთამაშე გვყავს დაცვის ცენტრში. ნახევარდაცვაში გარკვეული პრობლემებია. კიტეიშვილი და გვილია ტრავმირებულები არიან. რაც შეეხება შემტევ ხაზს: აქ არის ბუდუ, მიქა და გვყავს ქვილითაია. შეტევაში ბევრი ფეხბურთელი გვყავს, ერთი წლის წინ ასეთი სიტუაცია არ იყო.

ბედნიერი ვარ, რომ ორი ძალიან მაგარი მეკარე მყავს. ორივე კარგად თამაშობს. რაღაცები ყოველთვის იცვლება, მაღალი დონის ფეხბურთში ასე ხდება. მიხარია, რომ ჩემს მეკარეებს ასეთ დონეზე ვხედავ. დიახ, დიდი კონკურენციაა და ეს მახარებს. ვინ ითამაშებს, ამას ჯერ ვერ ვიტყვი. ნაკრებში რამდენიმე მოთამაშე გვყავს, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ვეღარ დაგვეხმარებიან, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაფერი კარგადა და მაქსიმალურად უნდა ვისიამოვნოთ ამ პერიოდით.

ახლა პლეი ოფზე ფიქრი ძალიან რთულია. ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ არ იფიქრონ მომავალზე. ჯერ იფიქრონ დღევანდელ დღეზე. წინ მაკედონიასთან და გიბრალტართან მატჩებია.

გარკვეულ ადამიანებს ვესაუბრე, მაგრამ ეს ზურიკოს გადაწყვეტილება იყო. ბორდო ლიგა 2-შია, მაგრამ ზურიკოს მთავარი მიზანი ბორდოში თავის დამკვიდრება უნდა იყოს. ის ლიგა 1-ში აღზევების შემდეგ უნდა ეცადოს, რომ ბოლომდე დაიხარჯოს, რათა კარგი კარიერა აიწყოს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელ ციკლს რაც შეეხება: ყველა მეტოქე რეიტინგში ჩვენზე მაღლა იყო. მართალია, ცუდი შედეგები გვქონდა, მაგრამ ამაში იყო გარკვეული პროგრესიც. ერთა ლიგის მატჩებში ეს პროგრესი უკვე შესამჩნევია. ახლა ჩემის სისტემის უკეთ ესმით. სამი ცენტრალური მცველით ვთამაშობთ და ნაკრები ამ სისტემას კარგად მოერგო. დინამიკა ყოველთვის იცვლება, მაგრამ ჩემი მთავარი ამოცანააა ამ დინამიკისა და კარგი განწყობის შენარჩუნება.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, 26 სექტემბერს კი გიბრალტარს სტუმრად დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი