ინტერნეტში გავრცელდა უცხოელი გულშემატკივრების TikTok ვიდეო, სადაც ისინი არჩევენ თუ ვინ უფრო ძლიერია გუნდის სასტარტო თერთმეტეულში დასაყენებლად, - რაფაელ ლეაო თუ ხვიჩა კვარაცხელია (იხილეთ ვიდეო).
ვიდეოში საუბარია ერთ-ერთი ცნობილი ტრენდის შესახებ, სადაც სამი მოთამაშიდან ერთი სასტარტოში უნდა დააყენო, მეორე სათადარიგოთა სკამზე დატოვო, ხოლო მესამე გუნდიდან გაუშვა. გთავაზობთ ვიდეოს თარგმანს:
- "მე რაფაელ ლეაოს დავაყენებდი ძირითად შემადგენლობაში, კვარაცხელიას სკამზე დავსვამდი და რაფინიას გუნდიდან გავუშვებდი, ბოდიში მას."
- "მე კი ხვიჩა კვარაცხელიას დავაყენებდი ძირითადში."
- "რაფაელ ლეაოს, გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის ნაცვლად? გიჟი ხარ."
- "ამ სეზონში ხვიჩასა და ნაპოლის ერთი თამაშიც კი არ წაუგიათ. ღრმად მწამს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ერთ დღესაც მადრიდის რეალში გადავა."
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ყველა ტურნირზე 8 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი, ხოლო რაფაელ ლეაოს ანგარიშზე 6 გოლი და 6 ასისტია.