საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს - ფიფას ახალი იდეა » სპორტის ხაზი

საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს - ფიფას ახალი იდეა

საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს - ფიფას ახალი იდეა
17-05-2024, 13:25
Aa Aa
გაზიარება:

ფიფას კონკრესზე ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ახალი იდეით გამოვიდა, რომელიც ასაკობრივი მსოფლიოს ჩემპიონატების გამართვას მოიაზრებს.

ინფანტინო ამბობს, რომ 16, 15 ან მაგალითად, 14-წლამდე მუნდიალებს შორის ერთმანეთს ყველა ქვეყანა შეერკინება და მათ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა არ მოუწევთ. ცხადია, ასეთ ვითარებაში ახალ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ახალგაზრდებიც მიიღებენ.

"ვიცი, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული იდეაა, რომლის სისრულეში გადატანა იოლი არ იქნება. თუ გნებავთ, ამ ტურნირს ფესტივალი დავარქვათ და სადმე, დედამიწის რომელიმე წერტილში გავმართოთ", - თქვა ინფანტინომ.

სხვათა შორის, ფიფას პრეზიდენტმა კიდევ ერთ სიახლეზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ლეგენდების მუნდიალის გამართვაზეც მიმდინარეობს მსჯელობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი