"ფსიქოლოგიურად ეს ცოტათი მთრგუნავს" - ლაშა ტალახაძე პარიზის ოლიმპიადაზე » სპორტის ხაზი

"ფსიქოლოგიურად ეს ცოტათი მთრგუნავს" - ლაშა ტალახაძე პარიზის ოლიმპიადაზე

"ფსიქოლოგიურად ეს ცოტათი მთრგუნავს" - ლაშა ტალახაძე პარიზის ოლიმპიადაზე
26-07-2024, 11:43
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე, ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ ყველა მისგან ოქროს ელოდება და ეს მისთვის ცოტათი დამთრგუნველია.

"ჩემგან ყველა გამარჯვებას ელის. სიმართლეს გეტყვით - ფსიქოლოგიურად, ეს ცოტათი მთრგუნავს, რადგან არ მინდა მათ იმედები გავუცრუო.

პარიზში 500 კილოგრამის აწევაზე არ ვფიქრობ. მთავარი მიზანი გამარჯვება და მესამე ოლიმპიური ოქროა. ტრავმებიდან გამომდინარე, 500 რთულად მეჩვენება. მთავარი გამარჯვებაა.

მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ პარიზიდან გამარჯვებული დავბრუნდე
", - განაცხადა ტალახაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი