საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში დაბრუნდა და ნაპოლის სავარჯიშო პროცესს შეუერთდა.
ქართველმა ფეხბურთელმა წინასასეზონო სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ვარჯიშიც ჩატარებაც მოასწრო - მედიის ყურადღება ხვიჩას ახალმა სათამაშო ნომერმა მიიქცია.
ახალგაზრდა შემტევი ვარჯიშებზე 7-ნომრიანი სავარჯიშო შორტით გამოჩნდა და როგორც იტალიური მედია ვარაუდობდა, სავარაუდოდ, ხვიჩა ახალი სეზონიდან ელიფ ელმასის ნომრით ითამაშებს.