იტალიური Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია ახალი სათამაშო სეზონიდან ნომერს შეიცვლის და 77-ის ნაცვლად, 7 ნომრით ითამშებს.
"ის 7-ნომრიანი მაისურით ითამაშბს - იმ ნომრით, რომელსაც მისი კუმირი კრიშტიანო რონალდო ფლობდა და რომელიც ელმასის წასვლის შემდეგ გუნდში გათავისუფლდა. ახლა ხვიჩას თავისუფლად შეუძლია მისი არჩევა", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს არაერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ მისი საყვარელი ციფრი სწორედ 7 ნომერია.