საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში დაბრუნდა და ,,ნაპოლის” შეუერთდა.
ფეხბურთელმა წინასასეზონო სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. გულშემატკივარს იმედი ჰქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ხვიჩა ,,ნაპოლის” დატოვებდა, თუმცა დე ლაურენტისისთვის ქართველი ფეხბურთელი ხელშეუხებელია.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაპოლი” 2024-2025 წლის სეზონში არცერთ ევროპულ ტურნირზე არ მიიღებს მონაწილეობას.