მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები ვლადიმერ ვაისს დაუკავშირდა და ეროვნული გუნდის ჩაბარება შესთავაზა.
ვლადიმერ ვაისი ამ მომენტისთვის სლოვან ბრატისლავას მთავარი მწვრთნელია, იქამდე კი სლოვაკი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა.
ვაისი საკმაოდ ახლოს იყო იმასთან, რომ საქართველო ევროპაზე სანიოლამდე გაეყვანა, თუმცა ერთა ლიგის ფინალში ჩვენმა გუნდმა ჩრდ.მაკედონიასთან 0-1 წააგო.
ვეტერანი აზერბაიჯანელი მოთამაშის, რაუფ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია ბევრს ყოყმანობს, თუმცა ალიევის მტკიცებით, მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ვაისი იქნება.