საქართველოს მეტოქე თურქეთი ტაქტიკას ასახელებს - ინფორმაცია სანიოლისთვის » სპორტის ხაზი

საქართველოს მეტოქე თურქეთი ტაქტიკას ასახელებს - ინფორმაცია სანიოლისთვის

საქართველოს მეტოქე თურქეთი ტაქტიკას ასახელებს - ინფორმაცია სანიოლისთვის
17-05-2024, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველ შეხვედრას ვინჩენცო მონტელას თურქეთთან გამართავს, რომელმაც დაგეგმილი სქემებისა და ტაქტიკის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"სანამ სქემაზე გეტყვით, თავიდან ყურადღება იმაზე მინდა გავამახვილო, რომ ჩვენ პროგრამა მინიმუმი უკვე შესრულებული გვაქვს, რადგან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ვთამაშობთ. თურქ გულშემატკივრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მხარი დაგვიჭირონ, განსაკუთრებით კი გერმანიაში მცხოვრებ ჯგუფზე მაქვს აქცენტი. ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ძალიან გახარებულები ვართ."

"რაც შეეხება ტაქტიკას, ჩვენგან უპირატესობა 4-2-3-1 ტაქტიკას ექნება მინიჭებული და ძირითადად, ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ამ სქემით ვიასპარეზებთ."

"ჩვენს თამაშში უდიდესი როლი ექნება ჰაკან ჩალჰანოღლუს. ვფიქრობ, ის თავის პოზიციაზე საუკეთესო არამარტო სერია A-ში, არამედ მთელ მსოფლიოშია"
, - თქვა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს შეხვედრა 18 ივნისსაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი