"შევხვდი გულშემატკივრებს იმ ქვეყნიდან, სადაც.." - რიკარდო კაკა საქართველოზე » სპორტის ხაზი

"შევხვდი გულშემატკივრებს იმ ქვეყნიდან, სადაც.." - რიკარდო კაკა საქართველოზე

"შევხვდი გულშემატკივრებს იმ ქვეყნიდან, სადაც.." - რიკარდო კაკა საქართველოზე
დღეს, 12:50
Aa Aa
გაზიარება:

თბილისში, მიხიელ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული საქართველოს ნაკრების და მილანის ვეტერანი ფეხბურთელების მატჩი გაიმართა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, რის შემდეგაც გუნდებმა გამარჯვებულის გამოსავლენად 11-მეტრიანები დაარტყეს. პენალტების სერია სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

ბრაზილიელი ლეგენდა, რიკარდო საქართველოში გატარებულ დღეებს, ინსტაგრამზე გამოეხმაურა.

"მადლობა საქართველოს ამ საოცარი დღეებისთვის - შევხვდი გულშემატკივრებს იმ ქვეყნიდან, სადაც აქამდე არასდროს ვყოფილვარ და რა თქმა უნდა, მილანის 22-ნომრიანი მაისურის კვლავ ტარებით გული სიხარულით მაქვს სავსე, მადლობა ღმერთს!", - წერს კაკა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი