ცნობილი UFC-ის მსაჯი, ჯონ მაკკარტი თვლის, რომ შონ ო'მალის მხარზე კოცნისთვის მერაბ დვალიშვილი მსაჯს უნდა დაესაჯა.
ერთხელ მახსოვს თუ როგორ აკოცა ერთმა მებრძოლმა მეორეს და ამის გასააზრებლად წამი დამჭირდა, შემდეგ კი 2 ქულა დავაკელი, რადგან ეს ჩვენი სპორტის ნაწილი არ არის.
ასეთი რამ მოხდა დვალიშვილისა და შუგას ბრძოლისას, სადაც ქართველმა მეტოქეს აკოცა. იქ დვალიშვილი უნდა დაესაჯათ და ქულები დაეკლოთ, მაგრამ ჰერბიმ ეს არ გააკეთა და ორივე კუთხეში დააბრუნა.
- თქვა მაკკარტიმ.