იტალიური ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მსაჯების პრობლემებზე ღიად ისაუბრა.
"ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, როცა ამბობენ, რომ არარსებულ პენალტზე VAR-ი ვერ ჩაერევა და თუ შეცდომაა, მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერიოს.
ყოფილა შემთხვევები, როცა დასანიშნ პენალტს ყურადღებას არ აქცევენ - მაგალითისთვის შეგვიძლია კვარაცხელიას რამდენიმე ტურის წინ მომხდარი ეპიზოდიც გავიხსენოთ, სადაც ხელი უბიძგეს, წააქციეს და აშკარად პენალტი იყო, მაგრამ VAR-ი საქმეში არ ჩართულა.
როდესაც მსგავსი საკამათო მომენტები ხდება, მსაჯს მონიტორისკენ უნდა უხმონ და საკუთარი გადაწყვეტილება ასე დაადსტუროს, მე ვიქნები პირველი, ვინც ამ ინიციატივას დაიცავს", - განაცხადა კონტემ.