საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებამდე უკრაინის გუნდში პრობლემებია.
"ჟირონას" შემტევის, ვიქტორ ციგანკოვის გამოკლების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპელებს ნოემბერში გასამართ ერთა ლიგის შეხვედრებში მადრიდის "რეალის" კარის დარაჯი, ანდრეი ლუნინიც ვერ დაეხმარება.
ეს უკანასკნელი სანაკრებო მატჩებს ოჯახური მიზეზების გამო დააკლდება და ცნობილია, რომ რებროვმა იგი დმიტრო რიზნიკით ჩანააცვლა, რომელიც "შახტარის" ღირსებას იცავს.
ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები უკრაინას 16 ნოემბერს, ბათუმში დაუხვდება.