საქართველო უკრაინას ერთა ლიგაზე 11 ოქტომბერს ეწვევა და შეეცდება, რომ ჯგუფში რიგით მესამე გამარჯვება მოიპოვოს.
სულ ახლახანს დადასტურდა, რომ უკრაინელთა დამრიგებელმა, სერგეი რებროვმა სამატჩო განაცხადის მიღმა მადრიდის რეალის მეკარე, ანდრეი ლუნინი დატოვა!
როგორც დაიწერა, ლუნინი სასტარტოს მეკარედ განიხილებოდა, თუმცა მას ვირუსული ინფექცია აქვს და საქართველოსთან ვერ ითამაშებს.
სხვათა შორის, უკრაინელთა შემადგენლობაში არც ანდრეი იარმოლენკო იქნება, რაც ჩვენს შანსებს კიდევ უფრო გაზრდის.