საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე უკრაინას 11 ოქტომბერს გასვლით მატჩში შეხვდება და შეეცდება, რომ ამავე ნაკრებთან ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვოს.
როგორც აქამდე ვიცოდით, უკრაინას ზინჩენკო, ციგანკოვი, მალინოვსკი და სტეფანენკო დააკლდებოდა, ახლა კი მათ სიას ევერტონის ფეხბურთელი, ვიტალი მიკოლენკოც დაემატა.
დაიწერა, რომ მიკოლენკოს 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს, შესაბამისად, ზუსტად ვიტყვით, რომ ის საქართველოსთან არ იქნება.
ამდენად, უკრაინელებს ქართველებთან მატჩში 4-5 ძირითადის ფეხბურთელი არ ეყოლებათ, რაც ჩვენს საქმეს ერთიორად აადვილებს.