"ნაკლებად მინახავს საქართველოს თამაშები" - უკრაინელთა დამრიგებლის კომენტარი » სპორტის ხაზი

"ნაკლებად მინახავს საქართველოს თამაშები" - უკრაინელთა დამრიგებლის კომენტარი

"ნაკლებად მინახავს საქართველოს თამაშები" - უკრაინელთა დამრიგებლის კომენტარი
9-02-2024, 02:12
Aa Aa
გაზიარება:

პარიზში გამართულ ერთა ლიგის წილისყრაზე კომენტარი უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა გააკეთა:

"ერთა ლიგის წილისყრისგან ნამდვილად არაფერს ველოდი, რადგან ჩვენ ახლა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფს ველოდებით. ამ თამაშების შემდეგ ჩვენ შევაგროვებთ ინფორმაციას ყველა ამ გუნდის შესახებ. ახლა, ვფიქრობ, ყურადღება მარტის თამაშების მოსამზადებელ პერიოდზე უნდა გავამახვილოთ.

ბევრჯერ მაქვს ნანახი ჩეხეთისა და ალბანეთის თამაში, საქართველოს ნაკლებად. ალბანელები საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობენ და მათ უკვე იასპარეზეს ევროზე. ასევე ჩეხები, ისევე როგორც ქართველები, რომლებიც პლეი ოფის შესარჩევში ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჯგუფში რთული ბრძოლა იქნება.

ახლა ჩვენ ორიენტირებული ვართ პლეი ოფისთვის მომზადებაზე. მაგრამ ვფიქრობ, ერთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია. ყველა გუნდს აქვს ამ ტურნირის მეშვეობით ევროზე მოხვედრის შესაძლებლობა. ადრე ამხანაგური შეხვედრები იმართებოდა, ახლა კი თითოეულ გუნდს უფრო მნიშვნელოვანი მატჩები აქვს." - ამბობს უკრაინელი სპეციალისტი."

ცნობისთვის, უკრაინასა და საქართველოს გარდა, ჯგუფში ასევე მოხვდნენ ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი