თავად "აიაქსის" მიერ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე, 17 ნოემბერს ამსტერდამის "აიაქსისა" და მადრიდის "რეალის" ლეგენდების მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნული შეხვედრა ნიდერლანდური გრანდის 125 წლის იუბილეს ეძღვნება, სწორედა ამ თარიღთან დაკავშირებით გაიმართება საგამოფენო მატჩი.