არველაძე არ გამორჩათ - როდის გაიმართება ლეგენდების მატჩი » სპორტის ხაზი

არველაძე არ გამორჩათ - როდის გაიმართება ლეგენდების მატჩი

არველაძე არ გამორჩათ - როდის გაიმართება ლეგენდების მატჩი
13-11-2022, 13:51
Aa Aa
გაზიარება:

14 ნოემბერს, რომში, სტადიო ოლიმპიკოზე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლეგენდების მატჩი გაიმართება.

აღნიშნულ შეხვედრაში, მონაწილეობას ლეგენდარული ქართელი ფეხბურთელი, შოთა არველაძეც მიიღებს.

გარდა შოთისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში, მონაწილეობას შემდეგი მოთამაშეებიც მიიღებენ - ფრანჩესკო ტოტი, რონალდინიო, კლოზე, დი ნატალე, რაკიტიჩი, ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, კრისტიან ძაკარდო, ერიკ აბიდალი, ჰენრიკ მხითარიანი და სხვები.

მატჩი რომის არგენტინელი პაპის ინიციატივით ტარდება, ამიტომ ლეო მესი, პაულო დიბალა, ანხელ დი მარია და დიეგო მარადონას შვილიც მოწვეულები არიან.

მოთამაშეთა სრული და დადასტურებული სია დღეს საღამოს გაირკვევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი