"შესაძლოა, ახალგაზრდულ დონეზე გამორჩეული იყო, მაგრამ..." - წიტაიშვილი უკრაინულ მედიასთან საუბრობს » სპორტის ხაზი

"შესაძლოა, ახალგაზრდულ დონეზე გამორჩეული იყო, მაგრამ..." - წიტაიშვილი უკრაინულ მედიასთან საუბრობს

"შესაძლოა, ახალგაზრდულ დონეზე გამორჩეული იყო, მაგრამ..." - წიტაიშვილი უკრაინულ მედიასთან საუბრობს
7-01-2024, 17:27
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს" შემტევმა, გიორგი წიტაიშვილმა უკრაინულ მედიასთან სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა:

"აქამდე რაც მითამაშია, ჩემს კარიერაში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამარჯვება ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტია. ასევე აღვნიშნავ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ ევროზე გამოსვლას, სადაც ჯგუფიდან პლეი ოფში გავედით. ჯგუფი კი ისეთი იყო, ჩემი აზრით, გასვლის შანსი 1%-ზე ნაკლები გვქონდა. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაზე საინტერესო ჯერ წინ მელოდება. შესაბამისად, იმედი მაქვს, კიდევ იქნება ისეთი მომენტები, რომლებითაც ვიამაყებ.

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამარჯვება კარიერის დასასრულს არ ნიშნავს. მიმაჩნდა, რომ წარმატებული მოთამაშე ახალგაზრდულ დონეზე ვიყავი, მაგრამ არა - უფროს ასაკში. ასეთ დროს სულის სიღრმეში თავს წარმატებულად მიიჩნევ და გაქვს შეგრძნება, რომ ისეთ რამეს მიაღწიე, რასაც ერთეულები აღწევენ, მაგრამ წარმატებამდე ჯერ კიდევ შორია.

შესაძლოა, ახალგაზრდულ დონეზე გამორჩეული იყო, მაგრამ შემდეგ გახსნა ვერ შეძლო. ყველა ფეხბურთელს თავისი დრო აქვს. ვიღაც 18 წლის ასაკში ახერხებს ამას, ვიღაც - 23 წლის, შესაძლებელია 28 წლის ასაკშიც. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სათამაშო დრო, თავდაჯერება, ვითარება გუნდში, როგორი დამოკიდებულება აქვთ შენს მიმართ სამწვრთნელო შტაბს. როცა გუნდში თავს მნიშვნელოვნად მიიჩნევ, პროგრესი გაქვს. ისევეა, როგორც ცხოვრებაში. თუკი ოჯახში საჭირო არ ხარ, თავს კარგად ვერ იგრძნობ და ვერ გაიზრდები როგორც ადამიანი. ყველაფრის თავში მენტალიტეტი, ფსიქოლოგია და თავდაჯერებაა. ჩემი აზრით, წარმატების 70%-ს სწორედ ეს განაპირობებს.

რებროვის ტაქტიკას ალბათ მოვერგებოდი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ შეიძლება ამჟამად ნაკრებში მივეწვიე, რადგან კარიერაში აღმავლობის დრო ნამდვილად არ მაქვს. ან სტაბილურია, ან ქვემოთ მიდის. ობიექტურად რომ ვთქვა, უკრაინის ნაკრებში შანსს ვერ მივიღებდი.

ჩემი მიზანი საქართველოს ნაკრებში თამაში იყო და მნიშვნელობა არ აქვს იმას, უკრაინის ნაკრებში დიდი კონკურენცია იყო თუ არა. უბრალოდ, საქართველოს ეროვნულ გუნდში მსურდა თამაში, ეს იყო მიზანი და ჩემმა ახლობლებმაც იცოდნენ ამის შესახებ. თავის დროზე უკრაინული პასპორტი იმის გამო ავიღე, რომ დინამო კიევის აკადემიაში მჭირდებოდა, რათა კლუბში დავრჩენილიყავი და მის პირველი გუნდში მეთამაშა. მაგრამ ჩემი ოცნება ნამდვილად არასდროს ყოფილა უკრაინის ეროვნულ გუნდში მოხვედრა. მოხდა ისე, მოგვიანებით უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში მიმიწვიეს. არ ვამბობ, რომ არ მსურდა იმ გუნდების დახმარება. მსურდა, რადგან თავს გარკვეულწილად უკრაინელად მივიჩნევდი, მაგრამ ოცნება საქართველოს პასპორტის აღება და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო"
- ამბობს წიტაიშვილი უკრაინულ მედიასთან საუბარში.

ეროვნული ნაკრების 23 წლის შემტევი "დინამო კიევის" აკადემიის აღზრდილია, თუმცა მთავარ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და შემდგომში იჯარით პოლტავის "ვორსკლაში", ოდესის "ჩერნომორეცში", კრაკოვის "ვისლასა" და პოზნანის "ლეხში" ითამაშა, 2023 წლის ზაფხულში კი "დინამო ბათუმს" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და აჭარელთა მაისურით ეროვნული ლიგის 17 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 ზუსტი საგოლე გადაცემა შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრებში კი 14 მატჩში, გოლითა და 2 საგოლე პასით "იწონებს თავს".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი