მარტის სანაკრებო მატჩებისთვის შეკრებილ ნიდერლანდების ნაკრებში მცირე ვირუსული აფეთქებაა, როგორც იწერება შეკრება ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მიუნხენის ბაიერნის მცველი, მატიას დე ლიხტი ერთ-ერთია იმ 5 ფეხბურთელს შორის, ვინც ნიდერლანდების ნაკრების შეკრება ვირუსული ინფექციის გამო დატოვა.
ასევე ინფიცირებული არიან: კოდი გაკპო, სვენ ბუტმანი, ჯოი ვეერმანი და ბარტ ვენბურგენი, ერთ-ერთ შემცვლელად კი ბაიერნის ფეხბურთელს, რაიან გრავენბერხს უხმეს.
ცნობისთვის, ნიდერლანდები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საფრანგეთს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე მატჩი გიბრალტარს უმასპინძლებს.