ხუთივე გოლი 15 წლის გოგონამ გაიტანა - საქართველოს 17-წლამდელებმა ლატვია გაანადგურეს » სპორტის ხაზი

ხუთივე გოლი 15 წლის გოგონამ გაიტანა - საქართველოს 17-წლამდელებმა ლატვია გაანადგურეს

ხუთივე გოლი 15 წლის გოგონამ გაიტანა - საქართველოს 17-წლამდელებმა ლატვია გაანადგურეს
11-11-2024, 21:36
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლატვია 5:2 დამარცხა და ჯგუფში 6 ქულით, მეორე ადგილი დაიკავა.

ხუთივე გოლის ავტორი ჩვენი ნაკრების 15 წლის თავდამსხმელი, ანანო წიქარიძეა.

ანანოს ანგარიშზე ნაკრებში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 17 გოლია.

შეხვედრის პირველ ნახევარში, 32-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გოლის გატანა ლიზი კაკულიასაც შეეძლო, რომელმაც თავისი შანსი ვერ გამოიყენა.

გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები B ლიგის საუკეთესო მეორეადგილოსანია და ამ პოზიციის შენარჩნების შემთხვევაში, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში A ლიგაში იასპარეზებს.

B ლიგაში მხოლოდ მეორე ჯგუფის მატჩები დარჩა ჩასატარებელი. შეხვედრები 13-19 ნოემბერს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი