გიორგი მიქაუტაძე სერია A-ში? | ქართველი შემტევი იტალიელთა მთავარი სამიზნეა » სპორტის ხაზი

გიორგი მიქაუტაძე სერია A-ში? | ქართველი შემტევი იტალიელთა მთავარი სამიზნეა

გიორგი მიქაუტაძე სერია A-ში? | ქართველი შემტევი იტალიელთა მთავარი სამიზნეა
გუშინ, 19:32
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური მედია იუწყება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ტურინის "იუვენტუსი" გიორგი მიქაუტაძეს განიხილავს ერთ-ერთ სამიზნედ.

"ბიანკონერის" შეტევის ხაზის გაძლიერება სურს, რადგან დუშან ვლაჰოვიჩისა და რანდალ კოლო-მუანის შესაძლო წასვლის ფონზე, გუნდი ახალი ფორვარდის ძიებაშია. პრიორიტეტად ვიქტორ ოსიმენი სახელდება, თუმცა მის ტრანსფერზე რთული მოლაპარაკებების შემთხვევაში, ალტერნატიულ ვარიანტებს შორის მიქაუტაძის სახელი ფიგურირებს.

იტალიური მედიის ცნობით, ქართველი ფორვარდის ტრანსფერი ტურინელებს დაახლოებით 25 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ "ლიონში" 44 მატჩში 16 გოლი და 11 საგოლე პასი შეასრულა. ლიგა 1-ში კი 10 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე პოზიციაზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი