"სენტ-ეტიენის" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ფრანგული ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
სტატისტიკურმა პორტალმა Whoscored-მა 24 წლის ქართველი ფეხბურთელი ტურის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა.
დავითაშვილი "სენტ-ეტიენიდან" ერთადერთი მოთამაშეა, ვინც სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა და მიმდინარე თვის მონაცემებით, საშუალოდ 7.17 ქულით არის შეფასებული.
დავითაშვილი ბოლო კვირებში კარგ სპორტულ ფორმაში იმყოფება. 29 მარტის შემდეგ მან ორი საგოლე გადაცემა გააკეთა — "პარი სენ-ჟერმენისა" და "ბრესტის" წინააღმდეგ, ხოლო "სტრასბურგთან" ჩატარებულ მატჩში გოლის გატანაც შეძლო. მისი მნიშვნელოვანი შეტევითი წვლილი "სენტ-ეტიენს" ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლაში დაეხმარა.
სეზონის განმავლობაში დავითაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში 31 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.