საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბორდოს გარემარბს, ზურიკო დავითაშვილს ანჟისთან კარგი თამაში დაუფასეს და ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ XI-ში შეიყვანეს.
ქართველმა ნახევარმცველმა უკანასკნელ შეხვედრაში ბორდოს 3 ქულა თავისი ერთადერთი გოლით მარტომ მოუტანა, რაც ჩემპიონატის მესვეურებს არც გამორჩენიათ და ზუკა სიმბოლურში მოახვედრეს, - იხილეთ ფოტო