გიორგი გველესიანი ირანული "პერსეპოლისის" ისტორიაში ჩაეწერა, როგორც უცხოელი საუკეთესო ბომბარდირი.
33 წლის ქართველმა ფეხბურთელმა "ჩადორმალუსთან" გატანილი მე-17 გოლის შემდეგ ინგლისელ ფორვარდ ალან უიტლის გადაასწრო, რომლის შედეგი 16 იყო. ვეტერანი ინგლისელი "პერსეპოლისის" რიგებში 70-იან წლებში ირჯებოდა.