"მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას მორცხვი ბუნება აქვს.." - სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას მორცხვი ბუნება აქვს.." - სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას მორცხვი ბუნება აქვს.." - სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
გუშინ, 12:03
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილი სპეციალისტმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გულწრფელი შეფასება გააკეთა იმ პერიოდში, როდესაც ის "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი იყო.

ინტერვიუში სპალეტიმ განსაკუთრებული ყურადღება ქართველი ფეხბურთელის პიროვნულ თვისებებს დაუთმო და ხაზი გაუსვა მის დახასიათებას როგორც მოთამაშისა და როგორც ადამიანის.

სპალეტის თქმით, კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ გარკვეული დრო დასჭირდა იტალიურ გარემოსთან შესაგუებლად, რაც უცხო ქვეყანაში გადასულ მოთამაშესთვის ბუნებრივია. თუმცა, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ხვიჩამ გუნდთან ინტეგრაცია სწრაფად და ეფექტურად შეძლო.

როდესაც კონტრაქტს მოაწერა ხელი, ჩემს სახლში მივიწვიე — ჩაის დასალევად. ხვიჩა საოცრად აკონტროლებს ბურთს და ამას დიდი სისუფთავით აკეთებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მორცხვი ბუნება აქვს და არ სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მოედანზე სრულიად თავდაჯერებული და მიზანმიმართულია“, — იხსენებს სპალეტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი