ზაფხულში 8 ახალ ფეხბურთელს იმატებენ - ნაპოლის სერიოზული გეგმები » სპორტის ხაზი

ზაფხულში 8 ახალ ფეხბურთელს იმატებენ - ნაპოლის სერიოზული გეგმები

ზაფხულში 8 ახალ ფეხბურთელს იმატებენ - ნაპოლის სერიოზული გეგმები
გუშინ, 12:58
Aa Aa
გაზიარება:

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის ახალ ამოცანებზე აქტიურად მუშაობენ. როგორც იტალიური გამოცემა Areanapoli იუწყება, კლუბი მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის საგრძნობლად გაძლიერებას გეგმავს და ამ პროცესში კონტეს მოთხოვნები გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

წყაროს ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი აპირებს კონტეს კლუბში მინიმუმ 2027 წლამდე დატოვოს და მისი სურვილების შესაბამისი ტრანსფერები განახორციელოს. კონტეს მთავარი მიზანია თითოეულ პოზიციაზე ორი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავდეს, რაც სერიოზულ როტაციას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„პარტენოპეი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მინიმუმ რვა ახალ ფეხბურთელზე მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება შეტევასა და ნახევარდაცვაზეა კონცენტრირებული. კლუბს სურს, რომ ყველა საჭირო ტრანსფერი სეზონის მოსამზადებელ ეტაპამდე დაასრულოს, რათა გუნდმა სრული შემადგენლობით დაიწყოს მზადება.

ამ დროისთვის „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილის სათავეშია — 74 ქულით პირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი