"ასე ვინ ფიქრობს, განა ეს პორნოგრაფიაა? - ანზორ კავაზაშვილი » სპორტის ხაზი

"ასე ვინ ფიქრობს, განა ეს პორნოგრაფიაა? - ანზორ კავაზაშვილი

"ასე ვინ ფიქრობს, განა ეს პორნოგრაფიაა? - ანზორ კავაზაშვილი
12-11-2022, 17:44
Aa Aa
გაზიარება:

მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე, ანზორ კავაზაშვილი იმ ამხანაგურ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთისა და ტაჯიკეთის ნაკრებებს შორის ჩაინიშნა. აღნიშნულ მატჩზე კავაზაშვილმა შემდეგი რამ თქვა:

"ხალხი ამბობს, რომ ამ თამაშის ყურება შეუძლებელი იქნება, მე კი მაინტერესებს, რატომ? - განა ეს პორნოგრაფიაა? ჩვენ ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ და გუნდის განვითარებაზე ვფიქრობთ. მატჩის ყურების შესაძლებლობა ყველას ექნება და თუ ვინმეს შეხვედრის ხარისხი არ მოეწონება, ყველას შეუძლია, რომ სხვა არხზე გადართონ, ჩვენ არავის არაფერს ვაძალებთ." - ანზორ კავაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს ამხანაგური თამაშის ჩატარების უფლება FIFA-მ დართო, თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა ამავე ორგანიზაციამ აუკრძალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი