ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე ინგლისის ლიგა 1-ის ბინადარ უიკომ უონდორერსის საკონტროლო აქციების მფლობელი გახდა - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"პასუხისმგებლობას ვიღებ კლუბზე მისი გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გვსურს ფინანსურად მდგრადი კლუბი ავაშენოთ. ჩვენ მზად ვართ, აკადემია შემდეგ ეტაპზე გადავიყვანოთ, რომელიც იქნება ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოუთმენლად ველი ფანებთან შეხვედრას, რადგან კლუბი ერთად უნდა გავაძლიეროთ." – ამბობს ლომთაძე.
საფეხბურთო კლუბი უიკომბ უონდერერსი 1887 წელს დაარსდა. ამჟამად გუნდი ინგლისის ლიგა 1-ში ასპარეზობს, რომელიც რანგით მესამე დივიზიონია. უიკომბმა სეზონი მე-10 პოზიციაზე დაასრულა.