ემოციური დღე დორტმუნდში - ლეგენდების გამომშვიდობება » სპორტის ხაზი

ემოციური დღე დორტმუნდში - ლეგენდების გამომშვიდობება

ემოციური დღე დორტმუნდში - ლეგენდების გამომშვიდობება
18-05-2024, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში "დორტმუნდმა" "დარმშტადტი" 4:0 გაანადგურა.

შეხვედრის დასასრული განსაკუთრებულად ემოციური იყო დორტმუნდელებისთვის, რადგან ისინი ლეგენდებს ემშვიდობებიან.

ერთ-ერთი მათგანი მარკო როისია, რომელმაც კლუბის ქომაგებს თავი დიდი სიყვარულით დაამახსოვრა და "დორტმუნდის" მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა.

მსგავსი ვითარება იყო ჰუმელსის თავსაც, რომელიც მატჩის შემდეგ ძალიან ემოციური იყო. მან ჯერ კიდევ არ იცის, დარჩება თუ არა კლუბში, რადგან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

არის შანსი, რომ ეს ჰუმელსისთვისაც ბოლო საშინაო მატჩი იყო "როტმუნდის" რიგებში. განსაკუთრებით რთული ეს იმიტომაა, რომ მან არც კი იცის, გამოემშვიდობოს თუ არა გულშემატკივარს.

ემოციური დღე დორტმუნდში - ლეგენდების გამომშვიდობება


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი