უკვე ოფიციალურად - გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია - ინფორმაციას ამის თაობაზე ინგლისური გრანდის პრესსამსახური ავრცელებს.
"გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მივაღიწეთ - ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 21 მატჩი აქვს ჩატარებული, კიდევ ერთ სეზონს (იჯარის წესით) გაატარებს ვალენსიაში, მომდევნო წელს კი ლივერპულის მთავარ გუნდს შეუერთდება", - წერია კლუბის განცხადებაში.
სატრანსფერო თანხად 30 მილიონი + (5 მილიონი ბონუსები) სახელდება.