უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ქუთაისის ტორპედო გამოცდილმა ფორვარდმა, ნიკა კაჭარავამ დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური გვერდის პრესსამსახური ავრცელებს.
"ქუთაისის “ტორპედო” კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნიკა კაჭარავამ დატოვა. ჩვენ მადლობას ვუხდით ნიკას გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, კაჭარავამ მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა 3 გოლით მოახერხა.