TOP 3 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი ცნობილია » სპორტის ხაზი

TOP 3 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი ცნობილია

TOP 3 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი ცნობილია
3-07-2024, 16:51
Aa Aa
გაზიარება:

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და ურთულესი ჯგუფიდან გავიდა, მერვედფინალურ ეტაპზე კი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.

გარდა კარგი შედეგებისა, ვილი სანიოლის გუნდმა ქართველი და უცხოელი გულშემატკივრების გული კარგი, გამართული თამაშით მოიგო, რამაც ქართველი მოთამაშეების მიმართ ინტერესი სხვადასხვა ჩემპიონატებში კიდევ უფრო გაზარდა.

მანამ, სანამ ნაკრების მოთამაშეები ახალ კლუბებში გადაბარგდებიან ან სულაც გაუმჯობესებულ კონტრაქტებს მიიღებენ, გთავაზობთ სამ ყველაზე მაღალანზღაურებადი ქართველი მოთამაშეების სახელებს, რომელთა ანაზღაურებაც უდიდესი ალბათობით ამ ზაფხულშივე საგრძნობლად გაუმჯობესდება.

1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - €1 920 000 (ბონუსების ჩათვლით)
2. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - €1 500 000
3. გიორგი მიქაუტაძე (მეცი) - €1 040 000


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი