PHOTO: მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა - მსაჯის უცნაური ქმედება საქართველო-პორტუგალიის მატჩში » სპორტის ხაზი

PHOTO: მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა - მსაჯის უცნაური ქმედება საქართველო-პორტუგალიის მატჩში

PHOTO: მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა - მსაჯის უცნაური ქმედება საქართველო-პორტუგალიის მატჩში
2-07-2024, 12:16
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან 4:1 დამარცხდა.

შეხვედრის 28-ე წუთზე, კრიშტიანო რონალდომ მსაჯთან კამათის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. აღნიშნულ მომენტში ერთი შეხედვით უცნაური არაფერია, თუმცა, მატჩის მთავარმა არბიტრმა სანდრო შარერმა ყოველივე ეს ხელზე მოინიშნა - როგორც წესი, მსგავსს შენიშვნებს მსაჯები ბლოკნოტში ინიშნავენ ხოლმე.

PHOTO: მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა - მსაჯის უცნაური ქმედება საქართველო-პორტუგალიის მატჩში


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შარერი ამგვარად პირველად არ მოქცეულა. მსგავსი რამ შვეიცარიელმა მსაჯმა გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაშიც (ინტერი-სოსიედადი) გააკეთა, რისი ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი