უდიდესი სკანდალი - უეფამ ევროპის ჩემპიონატიდან თურქი მცველი მოკვეთა! » სპორტის ხაზი

უდიდესი სკანდალი - უეფამ ევროპის ჩემპიონატიდან თურქი მცველი მოკვეთა!

უდიდესი სკანდალი - უეფამ ევროპის ჩემპიონატიდან თურქი მცველი მოკვეთა!
4-07-2024, 23:10
Aa Aa
გაზიარება:

Sportbible-მ სულ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ უეფამ ევროპის ჩემპიონატიდან თურქეთის ნაკრების მცველი, მერიჰ დემირალი მოკვეთა.

როგორც დაიწერა, ალ აჰლის ფეხბურთელს იმ ჟესტიკულაციის გამოხატვა არ აპატიეს, რომელიც მან 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში ავსტრიის კარში გოლის გატანის შემდეგ გამოიყენა.

ზემოაღნიშნული წყაროს მტკიცებით, დემირალის ეს ქმედება მხარდაჭერას გამოხატავდა იმ თურქული დაჯგუფებისთვის, რომელიც ამავე ქვეყანაში ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების სახითაა ცნობილი, მათი სახელი კი "ნაცრისფერი მგლები" გახლავთ, - იხილეთ ფოტო

ცნობისთვის, ასეთი ჟესტიკულაციის გამოხატვა კანონით ავსტრიასა და საფრანგეთში იკრძალება, მისი გამოყენება კი 4000 ევროს ოდენიბით ჯარიმას ითვალისწინებს. როგორც წერენ, ეს ჟესტი ტერორიზმის პროპაგანდის თავიდან აცილებისთვისაა აკრძალული.

უდიდესი სკანდალი - უეფამ ევროპის ჩემპიონატიდან თურქი მცველი მოკვეთა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი