"ეს 2 მიზეზი გახდა ქართველების წარმატების საწინდარი" - არშავინი ნაკრების თამაშს აფასებს » სპორტის ხაზი

"ეს 2 მიზეზი გახდა ქართველების წარმატების საწინდარი" - არშავინი ნაკრების თამაშს აფასებს

"ეს 2 მიზეზი გახდა ქართველების წარმატების საწინდარი" - არშავინი ნაკრების თამაშს აფასებს
4-07-2024, 15:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მოახერხა და ურთულესი ჯგუფიდან გავიდა, მერვედფინალურ ეტაპზე კი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.

ვილი სანიოლის გუნდის წარმატებაზე არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი არშავინმა რუსულ გამოცემა championat.com-თან ისაუბრა:

"როგორ მოახერხა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თავის გამოჩენა? - ოთხი მოთამაშის ხარჯზე, რომლებიც არიან: გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა, მიქაუტაძე და ქოჩორაშვილი.

აღსანიშნავია სანიოლის დისციპლინაც. გავრცელებული აზრია, რომ ქართველებს მხოლოდ შეტევაში შეუძლიათ კარგად თამაში, მაგრამ ამჯერად სხვაგვარად ორგანიზებული გუნდი ვიხილეთ.

ყოველივე ამან კი საქართველოს პორტუგალიის დამარცხების საშუალება მისცა, რამაც საბოლოოდ მათი ჯგუფიდან გასვლა გამოიწვია
", - განაცხადა არშავინმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი