25 წელს დაბლა - როგორ გამოიყურება უახლესი თაობის საქართველოს ნაკრები » სპორტის ხაზი

25 წელს დაბლა - როგორ გამოიყურება უახლესი თაობის საქართველოს ნაკრები

25 წელს დაბლა - როგორ გამოიყურება უახლესი თაობის საქართველოს ნაკრები
4-07-2024, 00:10
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლებსაც გუნდთან ინტეგრაცია საერთოდ არ გასჭირვებიათ.

ჯერ იყო 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, სადაც რამაზ სვანაძის გუნდმა ურთულესი ჯგუფი დაძლია და პლეიოფი ითამაშა, შემდეგ კი ეროვნული ნაკრები, რომელმაც არანაკლებ გასაოცარი შედეგები აჩვენა.

მოდით, შევადგინოთ საქართველოს ნაკრები, სადაც ფეხბურთელები 25 წლის ფარგლებში იქნებიან დაკომპლექტებული. შესაბამისად, ეს იქნება გუნდი, რომლისთვისაც გულშემატკივრობა მომდევნო წლებში მოგვიწევს:

მეკარე - გიორგი მამარდაშვილი (23 წლის)

მცველები - გიორგი გოჩოლეიშვილი (23 წლის), საბა საზონოვი (22 წლის), საბა გოგლიჩიძე (20 წლის), ირაკლი აზაროვი (22 წლის)

ნახევარმცველები - გიორგი ქოჩორაშვილი (25 წლის), გაბრიელ სიგუა (19 წლის), გიორგი ჩაკვეტაძე (24 წლის)

შემტევები - ხვიჩა კვარაცხელია (23 წლის), გიორგი მიქაუტაძე (23 წლის), ზურიკო დავითაშვილი (23 წლის).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი