ჯუღელი იტალიაში ჩავიდა - უახლესი ცნობები კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით » სპორტის ხაზი

ჯუღელი იტალიაში ჩავიდა - უახლესი ცნობები კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით

ჯუღელი იტალიაში ჩავიდა - უახლესი ცნობები კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით
4-07-2024, 12:42
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი და საამისოდ ყველაფერს აკეთებს.

ადგილობრივი ექსპერტის ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი მილანში ჩავიდა, რათა ნაპოლის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გამართოს.

შეგახსენებთ, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას დიუსელდორფში ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, კლუბის სამ თანამშრომელთან ერთად ეწვია.

მაშინ ქართველი შემტევი და მისი აგენტი ხელფასის მნიშვნელოვან გაზრდას და კონტრაქტში მოთამაშის გამოსყიდვის პუნტქის დამატებას ითხოვდა, რასაც თუ ადგილობრივ გამოცემებს დავუჯერებთ, ნაპოლის პრეზიდენტი დათანხმდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი