ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას 'ლივერპულთან' მიღებული ზურგის ტრამვა ისევ აწუხებს და უკვე ოფიციალურად ვიცით, რომ 21 წლის შემტევი პარტენოპეის დღეს, 'ემპოლისთან' მატჩში ვერ დაეხმარება.
თუმცა, ახლა როგორც იტალიელი ისე ქართველი გულშემატკივარებისთვის საინტერესოა, შეძლებს თუ არა, ნეაპოლელთან ერთ-ერთი ლიდერი 'უდინეზეს ' წინააღმდეგ თამაშს. როგორც La Repubblica წერს, კვარას წელის ტკივილი ისევ აწუხებს და 12 ნოემბერს გასამართ შეხვედრაშიც მისი მონაწილეობა საეჭვოა. 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ თერაპიული მკურნალობის პროცესი გაიარა, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიშს ჯერ ვერ ახერხებს. ყველაფერი საბოლოოდ რამდენიმე დღეში გაირკვევა, თუმცა დრო ძალიან ცოტა (უდინესესთან მატჩი ნაპოლის 4 დღეში უწევს).