ხვალ სერია A-ს მე -14 ტურში 'ნაპოლი' 'ემპოლის' დაუპირისპირდება და იტალიის ჩემპიონატში პოზიციის გამყარებას შეეცდება.
მოგეხსენებათ, რომ პარტენოპეის წინა მატჩში ზურგის ტრამვის გამო ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდა, რომელზეც იწერებოდა, რომ 'ემპოლისთან' შეხვედრაში გუნდს დაუბრუნდებოდა.
თუმცა, როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 21 წლის შემტევი ხვალინდელ მატჩსაც გამოტოვებს. წყაროს თქმით, ხვიჩას ვარჯიში ჯერ არ დაუწყია და იგი სათანადო ფორმაში არ არის ხვალინდელი შეხვედრის ჩასატარებლად.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:30 საათზე არის ჩანიშნული.